Belive

თელ-ავივის გრანდ სლემის ბოლო დღე - ექვსივე ქართველი მედლისთვის იბრძოლებს

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
თელ-ავივის გრანდ სლემი, რომელიც დღეს, 20 თებერვალს მიმდინარეობს, დასასრულს მიუახლოვდა. ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი ასპარეზობდა, საიდანაც 6-ვე ფინალურ ბლოკში იჭიდავებს და მედლებისთვის იბრძოლებენ.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ბექა ღვინიაშვილი, რომელიც აზერბაიჯანელ - მამმადილ მეჰდიევს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ლაშა ბექაურს, ლაშამ ნახევარფინალური ბრძოლა სლოვაკი მებრძოლის წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის ბრძოლასი, წარმოშობით ქართველს, ესპანეთის სახელით მოასპარეზე - ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდება.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქართველები: ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე.

+100 კგ

ყველაზე მძიმე წონაში კი, ნახევარფინალური დაპირისპირება ქართველებს შორის შედგა, სადაც გურამ თუშიშვილს გელა ზაალიშვილმა აჯობა. გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც იგი ბელარუსის წარმომადგენელ - ალიქსანდრ ვახავიაკს დაუპირისპირდება. რაც შეეხება გელა ზაალიშვილს, გელა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში რუს - თამერლან ბაშაევს შეხვდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები