Belive

TOP 8 ძიუდოისტი, რომლებიც თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებენ

1 წლის წინ ქართული სპორტი
9 წთ
3-5 ივნისს თბილისი ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. ამ დროისთვის, თბილისის გრანდ სლემზე რეგისტრირებულია 4 კონტინენტის, 38 სხვადასხვა ქვეყანა და 285 სპორტსმენი, საიდანაც 178 მამაკაცია, 107 კი ქალი. თბილისის გრანდ სლემს არაერთი ცნობილი სახე და ლეგენდარული სპორტსმენი ეწვევა. წარმოგიდგენთ საუკეთესო 8 საუკეთესო ძიუდოისტს, რომლებიც 3-5 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში, ქართველი გულშემატკივრების წინაშე წარსდგებიან.

ედუარდ ტრიპელი 

გერმანელი ძიუდოისტი - ედუარდ ტრიპელი, ქართველი გულშემატკივრისთვის საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. ტრიპელი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანია, სწორედ მისი დამარცხებით იზეიმა ლაშა ბექაურმა, ოლიმპიური ჩემპიონობა. სწორედ ლაშა ბექაურთან ურთიერთობისა და გადაკვეთის გამო, 25 წლის სპორტსმენმა ძალიან შეიყვარა საქართველო და თბილისის გრანდ სლემზე ჩამოსვლა გადაწყვიტა.
  • ასაკი25 წლის
  • ეროვნებაგერმანელი
  • წონითი კატეგორია-90 კგ
  • მიღწევები - ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი (2020 წელი) , ყაზანის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონი, დოჰას მასტერსის ბრინჯაოსმედალოსანი, აბუ დაბის გრანდ სლემის ბრინჯაოსმედალოსანი, ოსაკას გრანდ სლემი ვიცე-ჩემპიონი, პარიზის გრანდ სლემის ბრინჯაოსმედალოსანი.

 კრისტიან ტოტი

თბილისს მესამედ ეწვევა კრისტიან ტოტი, უნგრელი ძალიან გამოცდილი და ძლიერი სპორტსმენი. პირველად ტოტმა თბილისში 2011 წელს, თბილისის მსოფლიო თასზე იჭიდავა. მეორედ 2015 წელს, თბილისის გრან პრიზზე იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. რამდენად წარმატებული იქნება მისი მესამე ჭიდაობა თბილისში, ამას 5 ივნისს ვიხილავთ.
  • ასაკი - 28 წლის
  • ეროვნება - უნგრელი
  • წონითი კატეგორია - -90 კგ
  • მიღწევები - ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებული (2018 წელი); აბუ დაბის გრანდ სლემის ვერცხლისმედალოსანი (2018 წელი); გუანჯოუს მასტერსის ვერცხლისმედალოსანი (2018 წელი); პარიზისა და ბაქოს გრანდ სლემების ბრინჯაოსმედალოსანი (2019 წელი); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი (2021 წელი); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი (2021 წელი); ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი; ანტალიის გრანდ სლემის ბრინჯაოსმედალოსანი (2022 წელი).

დენის ვიერუ

ცნობილი მოლდოველი ძიუდოისტი - დენის ვიერუ, თბილისის ზედიზედ მეორე წელს ეწვევა. ვიერუმ თბილისში 2021 წელსაც იასპარეზა, თუმცა მოლდოველი სპორტსმენისთვის, 2021 წლის თბილისის გრანდ სლემი წარუმატებელი გამოდგა. საინტერესოა რას შემოგვთავაზებს -66 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი, 2022 წლის თბილისის გრანდ სლემზე.
  • ასაკი - 26 წლის
  • ეროვნება - მოლდოველი
  • წონითი კატეგორია - -66 კგ
  • მიღწევები - ბუდაპეშტის გრან პრის ბრინჯაოსმედალოსანი (2018 წელი); პარიზის გრანდ სლემის ჩემპიონი (2019 წელი); ბაქოს გრანდ სლემის 2-გზის გამარჯვებული (2019 წელი; 2021 წელი); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი (2020 წელი); ანტალიის გრანდ სლემის გამარჯვებული (2022 წელი), ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი (2022 წელი). 

სოიჩირო მუკაი 

უძლიერესი და ძალიან გამოცდილი იაპონელი ძიუდოისტი - სოიჩირო მუკაი, თბილისს პირველად ესტუმრება. ზოგადად, ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც იაპონელები თბილისში შეჯიბრებზე ჭიდაობენ, თუმცა 2022 წელს, საქართველოს დედაქალაქს 4 იაპონელი ეწვევა.
  • ასაკი - 26 წლის
  • ეროვნება - იაპონელი
  • წონითი კატეგორია - -90 კგ
  • მიღწევები -  ტოკიოს გრანდ სლემის ბრინჯაოსმედალოსანი (2017 წელი); ოსაკას გრანდ სლემის გამარჯვებული (2018 წელი); ვიცე მსოფლიო ჩემპიონი (2019 წელი); ოსაკას გრანდ სლემის ბრინჯაოსმედალოსანი (2019 წელი); დიუსელდორფის გრანდ სლემის ბრინჯაოსმედალოსანი (2020 წელი); აზია-ოკეანეთის ვიცე ჩემპიონი (2021 წელი). 

შაროფიდინ ბოლტაბოევი 

უზბეკი ძიუდოისტი - შაროფიდინ ბოლტაბოევი, თბილისს მესამედ ეწვევა. თბილისში, პირველი ორი ასპარეზობა (2017; 2018 წლებში) უზბეკი სპორტსმენისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მას შემდეგ იგი ძალიან განვითარდა და მოძლიერდა. საინტერესოა, რა სიურპირიზს უმზადებს უზბეკი ძიუდოისტი ქართველ გულშემატკივარს.
  • ასაკი - 26 წლის
  • ეროვნება - უზბეკი
  • წონითი კატეგორია - -81 კგ
  • მიღწევები - ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებული (2019 წელი); პარიზის გრანდ სლემის ვიცეჩემპიონი (2020 წელი); თელ ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული (2020 წელი); ტაშკენტის გრანდ სლემის ვიცეჩემპიონი (2021 წელი); აზია-ოკეანეთის ბრინჯაოსმედალოსანი (2021 წელი); პარიზის გრანდ სლემის ბრინჯაოსმედალოსანი (2022 წელი); ანტალიის გრანდ სლემის ბრინჯაოსმედალოსანი (2022 წელი). 

დარია ბილოდიდი

მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავი, 21 წლის უკრაინელი - დარია ბილოდიდი, თბილისს მეორედ ეწვევა. პირველად დარიამ თბილისში 2019 წელს, 18 წლის ასაკში იჭიდავა და თბილისის გრან პრიზზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დარია ბილოდიდი -57 კგ წონით კატეგორიაში ახალი გადმოსულია. ქართველმა გულშემატკივარმა შესაძლოა დარია ბილოდიდისა და ეთერ ლიპარტელიანის დაპირისპირება იხილოს.
  • ასაკი - 21 წლის
  • ეროვნება - უკრაინელი
  • წონითი კატეგორია - -57 კგ 
  • მიღწევები - 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი (2018, 2019 წლები); 2-გზის ევროპის ჩემპიონი (2017, 2019 წლები); ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი (2021 წელი); პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული (2018 წელი); დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებული (2018 წელი); ტუნისის გრან პრის გამარჯვეუბლი (2018 წელი); ჰააგის გრან პრის გამარჯვებული (2018 წელი); თბილისის გრან პრის ვიცე-ჩემპიონი (2019 წელი); აბუ დაბის გრანდს სლემის გამარჯვებული (2019 წელი); დოჰას მასტერსის ბრინჯაოსმედალოსანი (2021 წელი); თელ ავივის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონი (2021 წელი); ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი (2021 წელი).

რაფაელა სილვა

ლეგენდარული ბრაზილიელი ქალი ძიუდოისტი - რაფაელა სილვა, თბილისს საკმაოდ კარგად იცნობს. სილვას თბილისში 3-ჯერ უჭიდავია, საიდანაც 2-ჯერ ვერცხლის, ხოლო ერთხელ კი ოქროს მედლით დაასრულა ასპარეზობა. საინტერესოა როგორ ჭიდაობას შემოგვთავაზებს ვეტერანი ბრაზილიელი ძიუდოისტი 2022 წლის თბილისის გრანდ სლემზე.
  • ასაკი - 30 წლის
  • ეროვნება - ბრაზილიელი
  • წონითი კატეგორია - -57 კგ
  • მიღწევები - მსოფლიო ჩემპიონი (2013 წელი); სამხრეთ ამერიკის კონტინენტის 2-გზის ჩემპიონი (2012, 2013 წლები); ოლიმპიური ჩემპიონი (2016 წელი); თბილისის გრან პრის გამარჯვებული (2016 წელი); თბილისის გრან პრის 2-გზის ვერცხლისმედალოსანი (2017, 2019 წლები); ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებული (2018 წელი); კანკუნის გრან პრის გამარჯვებული (2018 წელი); დიუსელდორფის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონი (2019 წელი); ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებული (2019 წელი); პორტუგალიის გრან პრის გამარჯვებული (2022 წელი). 

დისტრია კრასნიქი 

თბილისის გრანდ სლემს კოსოვოს ნაკრები ერთადერთი სპორტსმენით ეწვევა. ეს სპორტსმენი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - დისტრია კრასნიქი იქნება. აღსანიშნავი ამბავია ის, რომ კოსოვოელმა სპორტსმენმა ტოკიოს ოლიმპიადა -48 კგ წონით კატეგორიაში მოიგო, თუმცა მან, 2022 წელს წონა შეიცვალა და -52 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
  • ასაკი - 26 წლის
  • ეროვნება - კოსოვოელი
  • წონითი კატეგორია - -52 კგ
  • მიღწევები - ოლიმპიური ჩემპიონი (2020 წელი); ევროპის ჩემპიონი (2021 წელი); ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი (2018 წელი); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი (2020, 2022 წლები); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი (2019 წელი); გუანჯოს (2018 წელი), ცინდაოსა (2019 წელი) და დოჰას (2021 წელი) მასტერსების გამარჯვებული; პარიზის გრანდ სლემის ჩემპიონი (2020 წელი); ბუდაპეშტის გრანდ სლემის ჩემპიონი (2020 წელი); პარიზის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონი (2019, 2021 წლები); აბუ დაბის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონი (2018 წელი); სამსუნის (2015 წელი), ანტალიის (2017, 2018, 2019 წლები), ჰააგისა (2017 წელი) და ალმადის (2022 წელი) გრან პრიზების გამარჯვებული.

თავის მხრივ, თბილისის გრანდ სლემზე, უძლიერესი შემადგენლობით და ყველა ვარსკვლავით წარსდგება საქართველოს ნაკრები, ლაშა გუჯეჯიანის თავკაცობით. შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისის გრანდ სლემიდან მოიხსნნენ ევროპის მოქმედი ჩემპიონი – ლუკა მაისურაძე და მსოფლიო ჩემპიონი – გურამ თუშიშვილი. თბილისის გრანდ სლემი 3-5 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები