Belive

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ძიუდოისტებმა 9 მედალი მოიპოვეს. 9 მედალი არცერთ სხვა ქვეყანას არ მოუპოვებია და საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ 3 ოქრო ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მოიპოვა, გარდა საქართველოს ნაკრებისა. გთავაზობთ ქართველი ძიუდოისტების მიერ მოპოვებულ მედლებს: 3 ოქროს მედალი - ონისე სანებლიძე; გელა ზაალიშვილი; ლუკა მაისურაძე. 2 ვერცხლის მედალი - ეთერ ლიპარტელიანი; ტატო გრიგალაშვილი. 4 ბრინჯაოს მედალი - ჯაბა პაპინაშვილი; სოფო სომხიშვილი; მარიამ ჭანტურია; ბაგრატ ნინიაშვილი.  

სხვა სტატიები