Belive

ანტალიის გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
პირველი აპრილიდან სამი აპრილის ჩათვლით, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ანტალიის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობით, 7 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ქართველი სპორტსმენები მხოლოდ -60, -81, -90, -100-სა და +100 კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ. -66 და -73 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება, ასევე ანტალიაში არ იჭიდავებენ ქალი ძიუდოისტები.

შემადგენლობა ანტალიის გრანდ სლემისთვის

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი; ჯაბა პაპინაშვილი -81 კგ: გიორგი შერაზადიშვილი -90 კგ: ბექა ღვინიაშვილი; ლუკა მაისურაძე -100 კგ: ონისე სანებლიძე +100 კგ: გურამ თუშიშვილი

სხვა სტატიები