Belive

რუმინელი ძიუდოისტი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

რუმინეთის ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი წევრი - ადრიან მერგე, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუმინელი ძიუდოისტი 4 წლის განმავლობაში ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზით იყო დაავადებული, ბოლოს კი ღეროვან უჯრედებზე მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მერგე 2011 წელს რუმინეთის ჩემპიონი გახდა (73 კგ), შემდეგ კი დიდ შეჯიბრებზე იღებდა მონაწილეობას, სადაც განსაკუთრებულად წარმატებულად არ გამოდიოდა, თუმცა 2012 წელს ბელგრადში ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2011, 2012 და 2013 წლებში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა, სადაც არაერთი ძლიერი სპორტსმენი დაამარცხა.

სხვა სტატიები