Belive

პარიზის გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

5 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
9 თებერვალს სტარტს აიღებს პარიზის გრანდ სლემი, სადაც საქართველოს სახელით 11 ძიუდოისტი იასპარეზებს. რამდენიმე წუთის წინ გაიმართა წილისყრა, სადაც გაირკვა თუ ვინ იქნებიან ქართველი ფალავნების მოწინააღმდეგეები. -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი იასპარეზებენ. თემურ ნოზაძე ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი იქნება, რაც შეეხება ჯაბას, იგი მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე წარმოშობით ქართველი ლუკა მხეიძე იქნება, რომელიც საფრანგეთის სახელით ასპარეზობს. -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ნიკა ჭიკაიძე და ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებენ. ნიკა ჭიკაიძე ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე პერუელ ხუან პოსტიგოსსა და მონღოლ მუნხაბაიარ ნერგუის შორის გამარჯვებული იქნება. ვაჟა მარგველაშვილიც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ფრანგ კევინ აზემასსა და ფილიპინელ შუგენ ნაკანოს შორის გამარჯვებული იქნება. -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ლაშა შავდათუაშვილი და ლაშა გიუნაშვილი იასპარეზებენ. ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ფრანგ ლუკა ოტმანს და არაბ ვიქტორ სიორტოვს შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო რაც შეეხება ლაშა გიუნაშვილს, იგი პირველივე ეტაპიდან იასაპრეზებს და მისი მეტოქე ალჟირელი ფეტჰი ნოურინი იქნება. -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას კობა მჭედლიშვილი დაიცავს. კობა პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ბელგიელი სამი ჩოუჩი იქნება. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას, საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური დაიცავენ. ლიპო ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს და მისი მეტოქე ტაილანდელი ვეი პუიანგი იქნება, ხოლო რაც შეეხება ლაშას, იგი პირველი ეტაპიდან იასპარეზებს და მისი მეტოქე ამერიკელი სმიტ III იქნება. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძე დაიცავენ. ორივე ქართველი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვებიან. ონისე ბუღაძის მეტოქე ყაზახი ადილ ორაზბაევი იქნება, ხოლო გიორგი ზაქარიაძის მეტოქე, მონღოლი - ცეცენ ცენგელ ოდხუ იქნება.

Live.ge ქართველ ძიუდოისტებს წარმატებას უსურვებს.    

სხვა სტატიები