Belive

ქართველები საუკეთესოობისთვის იბრძვიან - ხმის მიცემა გრძელდება!

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ყოველწლიურად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მასპინძლობს დაჯილდოებას, რათა ხაზი გაუსვას ძიუდოს გამორჩეულ მიღწევებს წლის განმავლობაში.

ამ გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ გულშემატკივრები. ისინი ინტერნეტის საშუალებით 24 საათში ერთხელ, ხმას უჭერენ სხვადასხვა სპორტსმენებსა თუ მწვრთნელებს, შემდეგ ნომინაციებში:

  • ძიუდო მშვიდობისთვის 2022
  • წლის საუკეთესო ქალი ძიუდოისტი
  • წლის საუკეთესო იპონი
  • ბავშვთა ძიუდო 2022
  • 2022 წლის საუკეთესო მომენტი
  • 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი
  • 2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტი მამაკაცი
  • 2022 წლის ამომავალი ვარსკვლავი

ჩამოთვლილთაგან 4 ნომინაციაში მონაწილეობენ ქართველები და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, რათა სასურველ ტიტულსა და გამარჯვებას მიაღწიონ.

2022 წლის საუკეთესო იპონებში დასახელებულია ბექა ღვინიაშვილის იპონი.

2022 წლის საუკეთესო მომენტებში კი დასახელებულია ტატო გრიგალაშვილისა და მატიას კასეს ბრძოლა და ბრძოლისშემდგომი აღნიშვნა.

2022 წლის საუკეთესო მწვრთნელებს შორის წარდგენილია - ლაშა გუჯეჯიანი.

ხოლო 2022 წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის ტიტულის მოსაპოვებლად - ტატო გრიგალაშვილი იბრძვის.


ინფორმაცია ხმის მიცემის თაობაზე

ხმის მიცემა მარტივია და შესაძლებელია https://awards.ijf.org/-ის საიტზე 24-საათში ერთხელ.

  1. დააჭირეს ლინკს (https://awards.ijf.org/)
  2. შემდეგ გადახვალთ საიტზე და გაივლით სწრაფ რეგისტრაციას მეილით ან რომელიმე სოციალური ქსელით.
  3. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი ჩამოუყვებით დაჯილდოვების თითოეულ ნომინაციას და დააფიქსირებთ საკუთარ აზრს.

ხმის მიცემა 31 იანვარს დასრულდება, გამარჯვებულები კი პარიზის გრანდ სლემის მიმდინარეობისას გამოვლინდებიან.

სხვა სტატიები