Belive

პირველი დღე - პირველი მედალი: ლუხუმ ჩხვიმიანი დიუსელდორფის გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორია! (ვიდეო)

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემმა დიუსელდორფში. დღეს, იასპარეზებენ -60 და -66 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -60 კილოგრამში საქართველოს სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობდნენ, სადაც ჯაბა პაპინაშვილი მერვედფინალურ ეტაპზე გამოვარდა, ხოლო -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი გუგულაშვილი ასპარეზობდა, რომელიც მეორე რაუნდში დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა. -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში  რუსეთის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველს – რობერტ მშვიდობაძეს შეხვდა.  ქართველი ფალავანი მეტოქესთან ბოლო 20 წამში  დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუხუმ ჩხვიმიანის მეტოქე სამხრეთ კორეელი - ჰარიმ ლი იყო. ქართველმა ფალავანმა სამხრეთ კორეელი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს დიუსელდორფის მედალს პირველი მედალი შესძინა.    

სხვა სტატიები