Belive

პარიზის გრანდ სლემი - დღე II: 3 სპორტსმენის იმედად | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
5 მარტს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა შეჯიბრმა - პარიზის გრანდ სლემმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 3 სპორტსმენი ასპარეზობდა. ლაშა შავდათუაშვილმა ფინალში იაპონელი - სოიჩი ჰაშიმოტო დაამარცხა და  2022 წელს პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საფრანგეთის წარმომადგენელს აჯობა. ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ჯაბა პაპინაშვილი, რომელამც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი - კარამატ ჰუსეინოვი დაამარცხა . 6 მარტს, პარიზის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 3 სპორტსმენი იასპარეზებს.

-81 კგ

-81 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ტატო გრიგალაშვილი დაიცავს. ტატო A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან (1/8 ფინალიდან) ერთვება, სადაც მეტოქედ, პოლონელ - სებასტიან მარჩინკიევიჩსა და ფრანგ - ტიზი გნამიენს შორის გამარჯვებული ეყოლება. თუ ტატო 1/4 ფინალში გავა, მისი სავარაუდო მეტოქე, კანადელი - ფრანკოს გოტიე დროპერი იქნება.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს 2 წარმომადგენელი ეყოლება: ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე. ლუკა მაისურაძე ასპარეზობას B ბადეში დაიწყებს და განთესილი იქნება. 1/8 ფინალში ლუკას მეტოქე ფრანგ - ალექსის მატიუსა და ბულგარელ - დანიელ დიჩევს შორის გამარჯვებული იქნება. თუ ლუკა შეძლებს 1/4 ფინალში გასვლას, იგი ტაჯიკ - კომრონშოხ უსტოპირიონს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ბექა ღვინიაშვილს, ბექაც განთესილი იქნება და მეტოქეს 1/8 ფინალში დაელოდება. ღვინიაშვილი ფრანგ - ენილ კაროლისა და კონგოელ - ისიდორე ვან-დიუველ ნდიონს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ბექა შეძლებს 1/4 ფინალში გასვლას, ბექა 1/4 ფინალში იტალიელ - ნიკოლას მუნგაისა და კუბელ - ივან ფელიპე სილვა მორალეშს შორის გამარჯვებულს შეხვდება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები