Belive

მესამე ქვეყანა 3 წელში - მოლაი აზერბაიჯანის სახელით იჭიდავებს

1 წლის წინ სხვა
2 წთ

წარმოშობით ირანელი ძიუდოისტი, საიდ მოლაი, აზერბაიჯანის სახელით იასპარეზებს. 2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ირანის ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონი – საიდ მოლაი მოკვეთეს. ირანელმა ძიუდოისტმა კი თავშესაფარი ითხოვა, რის შემდეგაც იგი მონღოლეთის დროშის ქვეშ ჭიდაობდა. ახლა კი მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ აზერბაიჯანის სახელით იასპარეზებს. ეს ინფორმაცია აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციამაც დაადასტურა.

საიდ მოლაის წარმატებები სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ

ირანი

ირანელმა ძიუდოისტმა, ირანის დროშის ქვეშ 2019 წლამდე იჭიდავა, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მან სამშობლოდან მუქარები მიიღო, რის გამოც სამშობლოში აღარ დაბრუნებულა და თავშეფასარი ითხოვა. საიდ მოლაიმ 2018 წელს ბაქოში, ირანის სახელით მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. ასევე მოგებული აქვს დიუსელდორფის გრანდ სლემი (2018 წელი) და ჰოჰოტის გრან პრი (2019 წელი). ასევე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული 2017 წლის, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

მონღოლეთი

მოლაის, მონღოლეთის ნაკრების სახელით 4 მედალი აქვს მოპოვებული. აქედან ყველაზე გამოსარჩევი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალია. 2021 წელს, ბიშკეკში, აზიის პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 2020 წელს ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ბრინჯაოს, ხოლო 2021 წელს თელ ავივის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.      

სხვა სტატიები