20-21 მაისს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში, ახალგაზრდული ევროპის თასი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

17 სპორტსმენიდან მედლის მოპოვება 4-მა შეძლო, აქედან 1 ოქროს მედალი, 1 ვერცხლის მედალი და 2 ბრინჯაოს მედალია.
ოქროს მედალი 73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ყაზახი მეტოქე, ულამაზესი იპონით დაამარცხა.
ვერცხლის მედალს თენგო ზირაქაშვილი (66 კგ) დაეუფლა, რომელიც ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარხდა.
ბრინჯაოს მედლები კი 60 კგ წონით კატეგორიაში – კაკო ჩაფურიშვილმა და 81 კგ წონით კატეგორიაში – ლუკა ჯავახიშვილმა მოიპოვეს.