Belive

ლუხუმ ჩხვიმიანი დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემმა დიუსელდორფში. დღეს, იასპარეზებენ -60 და -66 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -60 კილოგრამში საქართველოს სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობდნენ, სადაც ჯაბა პაპინაშვილი მერვედფინალურ ეტაპზე გამოვარდა, ხოლო -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი გუგულაშვილი ასპარეზობდა, რომელიც მეორე რაუნდში დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა. -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში  რუსეთის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველს – რობერტ მშვიდობაძეს შეხვდა.  ქართველი ფალავანი მეტოქესთან ბოლო 20 წამში  დამარცხდა და  ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება

სხვა სტატიები