Belive

ლუკა მაისურაძემ ზედიზედ ორჯერ მოიგო და მე-3 ეტაპზე გავიდა!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 28 აგვისტოს, დილის 05:00 საათზე სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მე-4 დღემ, სადაც მამაკაცებში -81 კგ წონით კატეგორია და ქალებში -63 კგ წონით კატეგორია ასპარეზობენ. -81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას 21 წლის ლუკა მაისურაძე იცავს. ლუკასთვის ეს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი არის. ლუკა მაისურაძე D ბადეში მონაწილეობს. ახალგაზრდა ქართველი განუთესავი იყო და იგი პირველივე ეტაპიდან ჩაერთო ბრძოლაში. ლუკა მაისურაძე პირველ ეტაპზე სამოელი – პანიამინა პერსივალი დაამარცხა. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მებრძოლი მეორე ეტაპზე თურქ – ვედატ ალბაირაკს შეხვდა, რომელიც განთესილი იყო და მეორე ეტაპიდან ჩაერთო საქმეში. თურქული ბარიერის გადალახვაც შეძლო ლუკამ და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე მონღოლ – უუგანბაატარ ოტგონბაატარსა და მადაგასკარელ – ფეტრა რაციმიზივას შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები