Belive

ლუკა მაისურაძე თბილისის გრანდ სლემს მოეხსნა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
3-5 ივნისს, თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები თითქმის ყველა ლიდერით, 38 სპორტსმენის იასპარეზებს, საიდანაც 28 მამაკაცი იქნება, 10 კი ქალი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თბილისის გრანდ სლემს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოეხსნა მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე. ლუკა გუშინდელი ვარჯიშის დროს ბრმანაწლავმა შეაწუხა, საბოლოოდ სასწრაფო საოპერაციო გაუხდა და ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მინიმუმ 1 თვე იუქმებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინც ჩაანაცვლებს ლუკა მაისურაძეს თბილისის გრანდ სლემზე. Live.ge ლუკა მაისურაძეს დაუკავშირდა, ევროპის ჩემპიონის თქმით, იგი თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდან 2 დღეში გამოწერენ.
ვარჯიშის დროს ბრმანაწლავის ტკივილი ვიგრძენი, საბოლოოდ კი სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს, კარგად ვარ ახლა და 1-2 დღეში გამომწერენ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მადლობა გულშემატკივრობისთვის. ამ ტრავმის გამო მინიმუმ 1 თვის გაცდენა მომიწევს, თუმცა ვეცდები რომ ვარჯიში ძალიან მალე დავიწყო, ეს ჩემი სურვილია. 

სხვა სტატიები