Belive

გიგანმა მეორედ ხოლო შავდათუაშვილმა პირველად იმარჯვა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 22 თებერვალს, სტარტი დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღემ აიღო, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 4 ფალავანი იცავს: ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი -73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ხოლო -81 კგ-ში კი, ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იბრძოლებენ მედლებისთვის. -73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფრიდონ გიგანმა მეორე რაუნდში მაროკოელი - აჰმედ ელ მეზიატი დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე მონღოლი - ცოგბაატარ ცენდ-ოჩირი იქნება. რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს, მან მეორე რაუნდში ბოცვანელ - ტირელო ლეკოკოსთან იმარჯვა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც ლაშა უზბეკ მეტოქეს - შახრამ ახადოვს დაუპირისპირდება.    

სხვა სტატიები