Belive

ლაშა შავდათუშვილი გალიდერდა - ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი განახლდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
20 აგვისტოს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა. სხვადასხვა წონით კატეგორიებში, ქართველ, როგორც მამაკაც, ისე ქალ სპორტსმენებს გარკვეული პროგრესი აქვთ, ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ -73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა, ლაშა შავდათუაშვილმა ლიდერობა მოიპოვა.

-73

1 საფეხურით კიდევ ერთი მოქმედი ოლიმპიური მედალოსანი, ვაჟა მარგველაშვილი დაქვეითდა. -66 კგ-ში, ტოკიოდან ვერცხლის მედლით დაბრუნებულმა ძიუდოისტმა მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა.

-66

უცვლელია -90 კგ წონითი კატეგორიის ლიდერთა სია, სადაც პირველ პოზიციას წარმოშობით ქართველი და ესპანეთის მოქალაქე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იკავებს, მეორე ადგილზე კი ახლახანს ოლიმპიადაზე გაჩემპიონებული ლაშა ბექაურია. ამავე წონის ათეულს ბექა ღვინიაშვილი ასრულებს.

-90 

რაც შეეხება რეგრესს, -60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა 5 საფეხურით უკან დაიხია და მე-14 პოზიციას იკავებს. ლიდერობა დათმო საქართველოს ძიუდოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც ტოკიოში მედლის გარეშე დარჩა, რის მერეც პირველ პოზიციას პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაეუფლა. ტოკიოში ვერცხლის მედლის მომპოვებელმა გურამ თუშიშვილმა მეორედან მეშვიდე საფეხურამდე ჩამოინაცვლა, ორი პოზიციით წინსვლის შემდეგ კი მას გელა ზაალიშვილი მოსდევს. საინტერესოა ისიც, რომ მამაკაცთა შორის -60 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი რუსეთის სახელით გამომსვლელი იაგო აბულაძეა, რომელმაც მიმდინარე წლის ივნისში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

-60 

-100 

-81 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე ტატო გრიგალაშვილი დაწინაურდა, რომელმაც 1 საფეხურით მაღლა აიწია.

-81 

ქალთა შორის, 6 საფეხურით წინ წაწევის შემდეგ, -57 კგ წონითი კატეგორიაში მეხუთე ადგილზე ეთერ ლიპარტელიანი იმყოფება, რომელმაც ბოლო ოლიმპიადაზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

-57 

სხვა სტატიები