Belive

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალშია!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის III საშეჯიბრო დღემ, სადაც მამაკაცებში -73 კგ, ხოლო ქალებში -57 კგ წონითი კატეგორიები ასპრეზობენ. დღევანდელ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას მხოლოდ ერთი ქართველი დაიცავს, ეს 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილია. ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე მეორე ეტაპზე ავსტრალიელი – კალვინ ნოესტერი იყო, რომელიც ლაშამ მარტივად დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე გაერთიანებული საამიეროების წარმომადგენელი – ვიქტორ სკვორტოვი იყო. ლაშას არც სკვოტოვის დამარცხება გაჭირვებია და ამ გამარჯვებით 1/8 ფინალური საგზური მოიპოვა, სადაც მას მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი შოჰეიო ონო დაუხვდება.  

სხვა სტატიები