Belive

ლაშა შავდათუაშვილი IJF-სთან ინტერვიუში: "ეს წელი ჩემთვის საოცარი იყო..."

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ), 2021 წლის -73 კგ წონითი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონი, 2020 წლის ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი - ლაშა ტალახაძე ჩაწერა და მასთან ერთად 2021 წელი შეაფასა. ლაშა შავდათუაშვილმა, 2021 წელს მისი კარიერის საუკეთესოობა და საოცარი უწოდა.

,,ჯადოსნური გრძნობაა, როცა წარმატებას აღწევ, ეს წელი ჩემთვის საოცარი იყო. მე ვარ პირველი რეიტინგში და ბედნიერი ვარ, რომ არ დავნებდი. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, გავხდი მსოფლიო ჩემპიონი და უკვე 3 დიდი შეჯიბრის ჩემპიონი ვარ: ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი. ეს წარმატება არის შედეგი დაუღალავი შრომისა და ძალისხმევის. მე წარმატების მისაღწევად ვაკეთებ ჩემს მაქსიმუმს. ძიუდო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მან მომცა ყველაფერი ის, რაც დღეს გამაჩნია: პირველ რიგში გულშემატკივრების სიყვარული, რომლებიც ჩემს წარმატებას იზიარებენ და ჩემთან ერთად ბედნიერები არიან - ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს იმისთვის, რომ ბოლომდე ვიბრძოლო. როდესაც გამარჯვებას ვაღწევ, ეგრევე მავიწყდება, რამდენი ვიშრომე ამისთვის და იმ მომენტიდან მიმძაფრდება სურვილი, რომ უფრო მეტი ვივარჯიშო. ბედნიერი კაცი ვარ და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის". 
 
View this post on Instagram
 

A post shared by EUROPEAN JUDO (@europeanjudo)

სხვა სტატიები