Belive

ლაშა გუჯეჯიანი: "ამ ჩემპიონატზე პირადად ჩემი ოცნებებიც ასრულდა..."

11 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლაშა გუჯეჯიანმა, სოციალურ ქსელში 2023 წლის ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაწერა.

"2023 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც დოჰაში გაიმართა დასრულდა. ერთი შეხედვით, ოფიციალური ინფორმაცია უდიდეს ემოციას იტევს. აქ ამ ჩემპიონატზე პირადად ჩემი ოცნებებიც ასრულდა. როგორც მთავარი მწრთვნელი უბედნიერესი ვიყავი ფინალში ორი ქართველის შეხვედრა რომ გადაწყდა. უკვე აშკარა იყო, რომ ოქროც და ვერცხლიც საქართველოს საკუთრება გახდებოდა, მხოლოდ მფლობელთა ვინაობა უნდა გარკვეულიყო. ბუნებრივია ამ შედეგს რამდენიმე წლიანი დაუღალავი შრომა დასჭირდა. ჩვენს გუნდს ერთმანეთის პატივისცემა, ერთგულება, ერთიანობა , საქმისადმი უანგარო სიყვარული აძლიერებს. ეს გამარჯვება კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევაა ძიუდოს ისტორიაში. გარდა ძიუდოისტების თავდაუზოგავი შრომისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის გულშემატკივრობაც.

მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ იმედები გავამართლეთ. ეს კი თითოეული ძიუდოისტის დამსახურებაა, მადლობა თითოეულ მათგანს. ესენი არიან:

გიორგი სარდალაშვილი

ვაჟა მარგველაშვილი

ლაშა შავდათუაშვილი

ტატო გრიგალაშვილი

ლუკა მაისურაძე

ლაშა ბექაური

ვარლამ ლიპარტელიანი

ილია სულამანიძე

გურამ თუშიშვილი

კოტე კაპანაძე

გელა ზაალიშვილი

ეთერ ლიპრტელიანი

ეთერ ასკილაშვილი

სოფიო სომხიშვილი

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ გუნდს ამ წარმატების შემომქმედებს, საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას, დავით ქევხიშვილს, გიორგი ათაბეგაშვილს, მწვრთნელთა საბჭოს: გურამ მოდებაძეს ,ლომერ ჟორჟოლიანს, ამბაკო ავალიანს, გიორგი ბაინდურაშვილს, ნოდარ მეტრეველს, გიორგი ყიზილაშვილს, ირაკლი ცირეკიძეს, გიორგი თენაძეს, კახაბერ მოცრაძეს, ასევე სამედიცინო გუნდს ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ დიდ ოჯახს უზარმაზარი მიზნები და რესურსი აქვს, კიდევ ბევრჯერ გაახსენოს მსოფლიოს, რომ “ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო,ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო.

გაუმარჯოს ქართულ სპორტს გაუმარჯოს ქართულ ძიუდოს".

დოჰაში გამართული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, ქართველი ძიუდოისტებისთვის ისტორიული გამოდგა. 90 წონით კატეგორიაში გამართული ქართული ფინალისა და ინდივიდუალურად მოპოვებული 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები