Belive

ლაშა ბექაური: "რუსს ვერ მოუგებსო, მაშინ პასუხი არ გავეცი, შემდეგ კი გაუჩინარდა..."

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
21 წლის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური, საინტერესო და სახალისო ისტორიას იხსენებს.
"ერთხელ ,ვიღაც "ძიუდოს ექსპერტმა" კომენტარში თავი გაიგიჟა: "ბექაური ვერ მოუგებს იგოლნიკოვს (რუსს),  მასთან ახლოსაც კი ვერ მივაო. მაშინ პასუხი არ გავეცი, ვიფიქრე, რომ მოვუგებ ფოტოს ჩავუგდებ თქო, მაგრამ შემდეგ გაუჩინარდა..." - ლაშა ბექაური.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა, ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში სწორედ რუსი - მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, მოგვიანებით კი ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.

სხვა სტატიები