Belive

Judoinside ეთერ ლიპარტელიანზე: "მას წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობები აქვს..."

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
ძიუდოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გამოცემა “Judoinside”-მ, საქართველოს ნაკრების წევრს, ეთერ ლიპარტელიანს სტატია მიუძღვნა, სადაც ისინი, მის ქართული სტილით ჭიდაობასა და პოტენციალზე საუბრობენ.
"როდესაც საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი შეგხვდათ, ალბათ იფიქრებდით, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ძიუდოისტის, ვარლამ ლიპარტელიანის ბიძაშვილია ან მასთან დაკავშირებული პიროვნებაა. თუმცა, ისინი რეალურად ერთმანეთის ნათესავები არ არიან. ლიპარტელიანი, როგორც ჩანს საქართველოში საკმაოდ გავრცელებული გვარია. ასევე წარმატებული ძიუდოისტი იყო - სოსო ლიპარტელიანი, რომელმაც 1996 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენ, "Judoinside", თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანს, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ.  ეთერი ჯერჯერობით ვერ არის ისეთი წარმატებული, როგორებიც სოსო და ვარლამ ლიპარტელიანები იყვნენ, თუმცა ჯერ 22 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს. მან წელს, ევროპის ჩემპიონატზე პირველი და ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ქართული ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. მას ჯერჯერობით არ მოუპოვებია IJF-ს მსოფლიო ტურის პირველობა, თუმცა 2022 წლის თელ ავივის გრანდ სლემსა და 2021 წლის თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.  მას გარკვეულწილად აქვს თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტების მახასიათებლები: ძლიერი ჩავლება, მასიური ცური-გოში, დიდი ურა-ნაგე და სხვა შესაძლებლობები. თუმცა, მის ჭიდაობაში ორი რამ განსაკუთრებით გამოსარჩევია:
  • პირველი - პირველ რიგში ის ძალიან კარგად მუშაობს ფეხებით, შეუძლია ძალიან დროულად და დიდ მანძილზე ფეხით ილეთის შესრულება.
  • მეორე - ასევე ის შესანიშნავია "ხაბარელის" გამოყენებისას (ოფიციალურად ცნობილია როგორც ობი ტორი გაეში) ეს ცნობილი "ამოგლეჯვის" ტექნიკაა რომელიც საქართველოდან მოდის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება.  
ამ ტექნიკით მსოფლიოში რამდენიმე ძიუდოისტია გამორჩეული - მიკიტა სვირიდი (ბულგარეთი); ანრი ეგუტიძე (პორტუგალია); ფრენკ დე ვიტი (ნიდერლანდები) და ივაილო ივანოვი (ბულგარელი). ხედავთ რაიმე უცნაურს?! დიახ, ჩამოთვლილთაგან ყველა მამაკაცია. ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოში ერთადერთი ქალი ძიუდოისტია, რომელიც ამ ტექნიკას მუდმივად იყენებს.  ეთერ ლიპარტელიანი ჯერ 22 წლის არის და მომავალში აქვს წარმოუდგენლად დიდი პოტენციალი იმისა, რომ გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ძიუდოისტი. უახლოესი წლების განმავლობაში, ეთერი გახდება -57 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი". 

სხვა სტატიები