Belive

ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს ძიუდოში სტარტი აიღო ახალგაზრდულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა. საქართველოს სახელით -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი ასპარეზობს. ჯაბამ პირველი შეხვედრა ამერიკელ ბრეტ ენტპონისთან გაიმარჯვა, შემდეგ მან არგენტინელი კარლოს მალდონადო დაამარცხა, ხოლო A ბადის ფინალში იგი აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს დაუპირისპირდა. ჯაბამ A ბადეში ყველა მატჩი მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მისი მეტოქე იაპონელი გენკი გოკა იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები