Belive

IJF: "შავდათუაშვილმა საოცარი ბრძოლა გამართა..."

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) სოციალურ ქსელში შოჰეი ონოს ოლიმპიური ჩემპიონობა მიულო. აქვე მათ ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრეს:
"ძიუდოს ორ ჭეშმარიტ ლეგენდას შორის საოცარი ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებული შოჰეი ონო გამოვიდა. შავდათუაშვილმა საოცარი ბრძოლა გამართა და ახლა უკვე მესამე ოლიმპიური მედლით ბრუნდება სახლში. მას ახლა უკვე ოფიციალურად აქვს სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. ვულოცავთ ორივე ფინალისტს, მომაჯადოვებელ ბრძოლას". - ნათქვამია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

სხვა სტატიები