Belive

IJF-ს განახლებული რეიტინგი - სულამანიძე, თუშიშვილი და ლიპარტელიანი დაწინაურდნენ

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
თელ ავივის გრანდ სლემის შემდეგ, IJF-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. -81 კგ წონით კატეგორიაში, ბელგიელმა მსოფლიო ჩემპიონმა - მატიას კასემ, ტატო გრიგალაშვილის არყოფნაში თელ ავივის გრანდ სლემი მარტივად მოიგო და მსოფლიო რეიტინგში კვლავ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ ამ წონაში 2021 წელი პირველ ნომრად ტატო გრიგალაშვილმა დაასრულა, 2022 წელს მატიას კასემ გადაუსწრო, თუმცა ტატომ პარიზის გრანდ სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედლით, კვლავ პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ახლა სათავეში კვლავ ბელგიელმა მსოფლიო ჩემპიონმა გადაინაცვლა თელ ავივში, -100 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა იზეიმა 20 წლის ილია სულამანიძემ, რომელიც ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა. კერძოდ კი, სულამანიძემ მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით წინ წაიწია და მე-8 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ილია ანგარიშზე 3902 ქულაა.
+100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუპოვა - გურამ თუშიშვილმა. გურამმა ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით წინ წაიწია და მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი გახდა. გურამის ანგარიშზე 3784 სარეიტინგო ქულაა. თუშიშვილი მხოლოდ ბრაზილიელ - რაფაელ სილვასა და რუს - ტამერლან ბაშაევს ჩამორჩება.

გადავინაცვლოთ ქალთა წონით კატეგორიაში, სადაც ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედალმა ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით წინ წასწია და ქართველი ფალავანი ახლა უკვე მე-5 პოზიციას, 3614 ქულით იკავებს.

სხვა სტატიები