Belive

IJF-ს განახლებული რეიტინგი - ილია სულამანიძე მსოფლიოს პირველი ნომერია

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ძიუდოს საშეჯიბრო 2022 წელი, იერუსალიმის მასტერსმა დახურა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე) და 1 ბრინჯაო (ლუკა მაისურაძე).

IJF-მა 2022 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც წარმატებული სვლის შემდეგ, -100 კგ წონითი კატეგორიის სათავეში ილია სულამანიძეა.

-100 კგ | იერუსალიმის მასტერსამდე, ილია სულამანიძე მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, მასტერსზე ოქროს მედლის მოპოვებით, კი ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა 1800 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და კარიერაში პირველად, -100 კგ წონით კატეგორიის ლიდერია.

ილიას ანგარიშზე 5752 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ, ნიდერლანდელ - კორელს, 427 ქულით უსწრებს.

-90 კგ | ლუკა მაისურაძემ წლის ბოლო შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლუკას ამ მედლის წყალობით რეიტინგი 900 ქულა დაემატა და -90 კგ წონით კატეგორიაში 3 საფეხურით დაწინაურდა (მეშვიდე ადგილიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა). ლუკა მაისურაძის ანგარიშზე 4865 სარეიტინგო ქულაა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ილია სულამანიძესთან ერთად, 2022 წელი, წონის ლიდერებად: ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) დაასრულეს.

სხვა სტატიები