Belive

შავდათუაშვილმა და გრიგალაშვილმა 2021 წელი პირველ ნომრად დაასრულეს

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ძიუდოში 2021 წელი დასრულებულია - შესაბამისად, საბოლოო სახე მიიღო მსოფლიო რეიტინგმა, სადაც საკუთარი წონის სათავეში 2 ქართველია - ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი. ლაშა შავდათუაშვილმა 2021 წელი -73 კგ წონითი კატეგორიის სიის სათავეში დაასრულა. შავდათუაშვილის ანგარიშზე 5475 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ მონღოლ - ცენდ-ოჩირ ცონგბაატარს (5388 ქულა) 87 ქულით ჯობნის. ლაშა შავდათუაშვილმა 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე წითელი არშიით იასპარეზებს, ასევე იგი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. გარდა ამისა, შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემსა და აბუ დაბის გრანდ სლემებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილს, ტატომ -81 კგ წონით კატეგორიაში 2021 წელი პირველ პოზიციაზე დაასრულა. ტატოს ანგარიშზე 6592 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ, ბელგიელ - მატიას კასეს (5810 ქულა) 782 სარეიტინგო ქულით უსწრებს. ტატო გრიგალაშვილმა 2021 წელს დოჰას მასტერსი, ზაგრების გრან პრი და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, პარიზის გრანდ სლემსა და მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ხოლო თბილისის გრანდ სლემზე კი ბრონჯაოს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები