Belive

განახლებული რეიტინგი - ლიპარტელიანი წონის ლიდერი გახდა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დოჰაში მასტერსი დასრულდა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი რეიტინგი განაახლა. ყატარში მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ, -100 კილოგრამ წონით კატეგორიის პირველ ადგილზე გადავიდა ვარლამ ლიპარტელიანი. ქართველმა ძიუდოისტმა წინ 3 პოზიციით წაიწია. დოჰას მასტერსის მეორე ქართველი ოქროსმედალოსანი, ტატო გრიგალაშვილი რეიტინგში 5 ადგილით დაწინაურდა. ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ახლა -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე პოზიციას იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ დოჰაში გურამ თუშიშვილმა (+100) წარუმატებლად იასპარეზა, ის რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მესამეა. 5 პოზიციით წინ წაიწია და მე-5 ადგილზეა ბექა ღვინიაშვილი, (-90) როგორც იცით, გასულ მასტერსზე მან ვერცხლის მედალი მოიგო. დოჰაში ბრინჯაოს მედლის მოიგო და მე-5-დან მე-2 ადგილზე გადაინაცვლა ვაჟა მარგველაშვილმა (-66). მეორე ბრინჯაოსმედალოსანი, ლაშა ბექაური (-90) მე-12 იყო, ახლა კი მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა.

სხვა სტატიები