Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი | საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ სხვა
1 წთ
6-12 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. საფრანგეთის ძიუდოს ნაკრების მწვრთნელმა - ალან შმიტმა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. კაცებში შვიდიდან ექვსი წონა ცნობილია, ხოლო ვინ მიიღებს მონაწილეობას -100 კგ წონით კატეგორიაში, ამას აგვისტოს შუა რიცხვებში გავიგებთ. ფრანგებს ორი წონა აქვთ გაორებული: -60 და -73 კგ წონითი კატეგორიები.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის


-60 კგ: სედრიკ რევოლი; რომან ვალიდ-პიკარდი -66 კგ: ვალიდ ხიარი -73 კგ: ბენჟამინ აქსუსი, ჟოან-ბენჟამინ გაბა -81: ალფა დიალო -90 კგ: მაქსიმ-გაელ ნგაიაპ-ჰამბოუ +100 კგ: ტედი რინერი
 

სხვა სტატიები