Belive

ევროპის ჩემპიონატი - დღე II: ტატამზე ოლიმპიური ჩემპიონი გამოვა (პრევიუ)

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, 16 აპრილს, ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს. ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი იასპარეზებს: ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი და მარიამ ჭანტურია.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში წარსდგება ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც B ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე მეორე ეტაპზე, მოლდოველ - პეტრუ პელივანისა და პოლონელ - ვიქტორ მროვჩისნიკს შორის გამარჯვებული იქნება. აღასანიშნავია ის ამბავიც, რომ ლაშას საკმაოდ მარტივი ბადე აქვს. მას ბადეში ერთადერთი ძლიერი ძიუდოისტი, უნგრელი - მიკლოშ უნგვარი ჰყავს.

-70 კგ

-70 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას - მარიამ ჭანტურია დაიცავს. მარიამი ასპაპრეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ნიდერლანდელი - კიმ პოლინგემი იქნება. გამარჯვების შემთხევავში კი 1/4 ფინალურ ეტაპზე, მარიამი პორტუგალიელ - ტიმო ბარბარას დაუპირისპირდება. მარიამი D ბადეში მიიღებს მონაწილეობას. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები