Belive

EJU: "ბექაური ბრუნდება..."

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

3-4 სექტემბერს, ავსტრიის ქალაქ ობერვარტში, “ობერვარტის ევროპის პირველობა” გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით იასპარეზებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 404 დღიანი პაუზის შემდეგ ტატამს უბრუნდება ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა ბექაური, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ არ უჭიდავია.

ლაშა ბექაურის ტატამზე დაბრუნებას სტატიას ევროპის ძიუდოს კავშირი (EJU) უძღვნის:

"ის ბრუნდება.

დიდი ხანია, რაც ტატამზე არ გამოჩენილა დიდი ქართველი ძიუდოისტი - ლაშა ბექაური. IJF-ს მასტერსის წარმატების შემდეგ, ის 2021 წელს გამოვიდა და არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, არამედ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე -90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ბუნებრივია, მასზე დიდი იმედები მყარდებოდა და ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ ის ფავორიტი იყო, მაგრამ ოლიპიადამდე მსოფლიო ჩემპიონატის შერეულ გუნდურ ჭიდაობაში მიღებული ტრავმის გამო, ლაშა ბექაურს ოლიმპიადის გამოტოვება ემუქრებოდა. ახლა ის უბრუნდება შეჯიბრებს, ტატამზე გამოვა და გამოჩნდება ჩვენს ეკრანებზე, ავსტრიის ობერვარტის ევროპის ღია პირველობაზე.

"ეს ჩემი პირველი შეჯიბრია მხრის ოპერაციისა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მოუთმენლად ველი შეჯიბრზე დაბრუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ ტურნირზე მონაწილეობა შემიძლია. მჭირდება შეჯიბრის გამოცდილება და რიტმი, რომ მზად ვიყო მსოფლიო ჩემპიონატისთვის". - ლაშა ბექაური
No description available.

ლაშა ბექაური ობერვარტის ევროპის პირველობაზე 4 სექტემბერს გამოვა. იგი A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე მონტენეგროელ - ნოვო რაიჩევიჩსა და ჩეხ - ჟირი პეტრს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები