Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე VI – ვარლამ ლიპარტელიანისა და ილია სულამანიძის იმედად | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

დღეს, 10 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -90 კგ, ქალებში კი -70 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს. 2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, -90 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა მიიღეს, რომლებმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

11 ოქტომბერს, 2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე VI საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადააც საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გაორებულია და ტატამზე -100 კგ წონითი კატეგორიის წევრები – ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე იასპარეზებენ.


-100 კგ წონითი კატეგორია

-100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით უძლიერესი სპორტსმენები, საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი და 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი – ილია სულამანიძე იასპარეზენ.

ვარლამ ლიპარტელიანი C ბადეში მიიღებს მონაწილეობას და განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, ესტონელ - გრიგორ მინასკინსა და ხორვატ - ზლატკო კუმრიჩს შორის გამარჯვებული იქნება.

იმ შემთხვევაში თუ ვარლამ ლიპარტელიანი 1/8 ფინალში გასვლას შეძლებს, მას მეტოქედ, უზეკ - მუზაფარბეკ ტურობოიევსა და აშშ-ს წარმომადგენელ - ლ.ა სმიტ III-ს შორის გამარჯვებული იქნება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, 1/4-ფინალში გასვლას შეძლებს, მას ნიკოლოზ შერაზადიშვილი შეხვდება.

რაც შეეხება ილია სულამანიძეს, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი, B ბადეშია განთესილი, შესაბამისად იგიც ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება და მისი სავარაუდო მეტოქე, გერმანელ - დანიელ ჰერბსტსა და ხორვატ - მარკო კუმრიჩს შორის გარიკვევა.

წესითა და რიგით, ილია სულამანიძე 1/4-ფინალამდე მარტივად უნდა მივიდეს, სადაც მას მეტოქედ უძლიერესი ისრაელის წარმომადგენელი - პეტერ პალჩიკი დაუხვდება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი ფინალამდე ერთმანეთს არ ეკვეთებიან.

ლიპარტელიანთან და სულამანიძესთან ერთად -100 კგ წონითი კატეგორიის ფავორიტები

  • ჟორჟ ფონსეკა (პორტუგალია)
  • პეტერ პალჩიკი (ისრაელი)
  • შედი ელნაჰასი (კანადა)
  • ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
  • მიხაელ კორელი (ნიდერლანდები)
  • ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 09:00, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები