Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე VI - მეორე ოქროს მედლები უზბეკეთს და ბრაზილიას

1 წლის წინ სხვა
3 წთ

დღეს, 11 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -100 კგ, ქალებში კი -78 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.

2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, -100 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ მიიღეს, თუმცა სამწუხაროდ ბრინჯაოს მედლის მოპოვება ვერცერთმა ვერ შეძლო.


-100 კგ წონით კატეგორიის მედალოსნები

-100 კგ წონით კატეგორიაში, A ბადეში მინი სენსაცია მოხდა და ბადის გამარჯვებული აზერბაიჯანელი – ზელიმ კოცოევი გახდა, რომელმაც 1/4-ფინალში 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი, პორტუგალიელი – ჟორჟ ფონსეკა დაამარცხა.

B ბადის გამარჯვებული კი კანადელი – კაილი რეიესი გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში ქართველ – ილია სულამანიძეს აჯობა.

C ბადეშიც დიდი სენსაცია მოხდა, უზბეკმა – მუზაფარბეკ ტურობოიევმა პირველივე ეტაპზე აშშ-ს წარმომადგენელი – ლ.ა სმიტ III დაამარცხა, შემდეგ ვარლამ ლიპარტელიანს აჯობა, 1/4-ფინალში კი კანადელი - შედი ელნაჰასი დაამარცხა.

D ბადეში კი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდით. ბელგიელმა - მიხაელ კორელმა მარტივად გაიარა ბადე და ბადის გამარჯვებულიც გახდა.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს აზერბაიჯანისა და კანადის წარმომადგენლები შეხვდვნენ. მეორე ნახევარფინალში კი ნიდერლანდურ-უზბეკური დაპირისპირება შედგა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, -100 კგ წონითი კატეგორიის ფინალში უბეკურ-კანადური დაპირისპირება შედგა, საბოლოოდ კი ოქროს მედალს უზბეკი – მუზაფარბეკ ტურობოიევი დაეუფლა. ვერცხლის მედალი კანადელმა – კაილი რეისმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ნიდერლანდელი – მიხაელ კორელი და აზერბაიჯანელი - ზელიმ კოცოევი დასჯერდნენ.


-78 კგ წონით კატეგორიის მედალოსნები

A ბადის გამარჯვებული, გერმანელი – ალინა ბოეჰმი გახდა.

B ბადეში ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ბადის გამარჯვებული ბრაზილიელი – მაირა აგუიარი გახდა.

C ბადეში ჩინელმა – ჟენჟაო მამ გაიმარჯვა.

D ბადის გამარჯვებული კი იაპონელი – იელიზავეტა ლიტვინენკო გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში იტალიელი – ჯორჯია სტანგერლინი დაამარცხა.

ნახევარფინალური დაპირისპირება

პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, გერმანელ– ალინა ბოეჰიმსა და ბრაზილიელ – მაირა აგუიარს შორის გაიმართა, სადაც დრამატულ ბრძოლაში ბრაზილიელმა ძიუდოისტმა გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი ჩინელმა – ჟენჟაო მამ, უკრაინელი – იელიზავეტა ლიტვინენკო დაამარცხა.

საბოლოოდ ოქროს მედალი ბრაზილიელმა – მაირა აგუიარმა მოიგო (კარიერაში მესამედ). ვერცხლის მედალს დასჯერდა, ჩინელი – ჟენჟაო მა. ბრინჯაოს პრიზიორები კი, უკრაინელი –იელიზავეტ ლიტვინენკო და პოლონელი – ბეატა პაკუტ-კლოცზკო გახდნენ.

სხვა სტატიები