Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე V - ბექა ღვინიაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს (პრევიუ)

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ხვალ, 29 აგვისტოს, იაპონიაში გასამართი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას -90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი დაიცავს. 23 წლის ბექა ღვინიაშვილი ამ წონის ერთ-ერთი ლიდერია და შესაბამისად იგი განთესილი იქნება. ბექა ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ინდოელი - დევიალ აია მისტრი იქნება. რა თქმა უნდა ბექა ინდოელთან ფავორიტია და თუ რაიმე სენსაცია არ მოხდა იგი შემდეგ ეტაპზე გავა, სადაც მას ჰოლანდიელ - იესპერ სმინკსა და უკრაინელ - ქვეჯაუ ნჰაბალს შორის გამარჯვებული დაუხვდება. ამ წყვილიდან დიდი ალბათობით ჰოლანდიელი იესპერ სმინკი გავა, ხოლო ბექამ თუ იესპერ სმინკის დამარცხებას შეძლებს, 1/8 ფინალში მისი მეტოქე დიდი ალბათობით იაპონელი - შოიჩირო მუკაი იქნება. ბექა ღვინიაშვილი ის ერთ-ერთი და უიშვიათესი ძიუდოისტია, რომელსაც იაპონელ მეტოქეებთან პრობლემა არ ექმნება და თავისუფლად ახერხებს მათთან გამარჯვებას. ასე, რომ შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ბექა 1/4 ფინალამდე წარმატებით იასპარეზებს. 1/4 ფინალში კი მისი მეტოქე დიდი ალბათობით კუბელი - ივან ფელიპე სილვა მორალეში იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბექა ღვინიაშვილი და ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან. ამ წონაში 68 სპორტსმენი იბრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირზე იმონაწილევებს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – ნიკოლოზ შერაზადიშვილი, ჩვენი მოსაზრებით ტურნირის მთავარი ფავორიტი 23 წლის ბექა ღვინიაშვილი იქნება. ბექა ღვინიაშვილი 2017 წლის ევროპის ჩემპიონია (გუნდურ გამოსვლაში). ბექა ღვინიაშვილის მთავარი მეტოქეები კი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი); სოიჩიკო მუკაი (იაპონია); დონგჰან გვაკი (სამხრეთ კორეა) და მიხაილ ოზერლერი (თურქეთი) იქნებიან.

სხვა სტატიები