Belive

ძიუდოისტთა ნაკრები ბულგარეთშია - შეჯიბრამდე ბოლო ვარჯიში გამართეს | PHOTO/VIDEO

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩაფრინდა, სადაც დღეს ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ვარჯიშს მართავენ. ხვალ, 29 აპრილს, სოფიაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, რომელიც 1 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 11 სპორტსმენის იასპარეზებს (იხილეთ შემადგენლობა). 29 აპრილს, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს: ჯაბა პაპინაშვილი (-60 კგ); ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ); ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ).

იხილეთ ევროპის ჩემპიონატამდე, საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიშის ფოტოები/ვიდეო




279282698_689431202178176_7056491978193311250_n

სხვა სტატიები