Belive

ძიუდო: ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი - ბოლო დღე | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
იტალიის ქალაქ ოლბიაში, ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც მესამე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების სახელით სამი სპორტსმენი ასპარეზობდა. მესამე საშეჯიბრო დღეს ოქროს მედალი მოიპოვა - გიორგი შერაზადიშვილმა (-81 კგ). 9 ოქტომბერს კი, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო საშეჯიბრო დღე შედგება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით 2 სპორტსმენი იასპარაზებს: ილია სულამანიძე და მიხეილ ჯაფარიძე. ორივე ქართველი სპორტსმენი D ბადეში მონაწილეობს. ილია სულამანიძე განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან (1/8 ფინალიდან) იწყებს, სადაც მისი მეტოქე საუდის არაბ - ომარ ალგელანსა და გერმანელ - ჯორჯ უდსილაურს შორის გამარჯვებული იქნება. ასევე აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ამ წონით მთავარი ლიდერი სწორედ ილია სულამანიძეა. რაც შეეხება მიხეილ ჯაფარიძეს, ჯაფარიძე განთესილი არ არის და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ბერძენი - პანაგიოტის პაპანიკოლაუ იქნება. ბერძნული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მიხეილ ჯაფარიძის მეტოქე 1/8 ფინალში, სამხრეთ კორეელ - იეჯუნ ეონსა და ბრიტანელ - ოლივერ ბარატს შორის გამარჯვებული იქნება.

+100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიის მსგავსად, -100 კგ წონით კატეგორიაშიც 2 წარმომადგენელი გვეყოლება: ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი. ირაკლი დემეტრაშვილი განთესილი არ იქნება და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, იგი A ბადეში მონაწილეობს. დემეტრაშვილის მეტოქე უკრაინელი - ოლექსეი ჰალაკა იქნება. უკრაინული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, დემეტრაშვილის მეტოქე მეორე რაუნდში, გუინეელ - მუსტაფა ფოფანასა და არგენტინელ - ალეიო ბურგოს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება საბა ინანეიშვილს, იგი С ბადეში განთესილია და ასპარეზობას 1/8 ფინალიდან იწყებს. მეორე რაუნდში მისი მეტოქე, უკრაინელ - სერგი კოვბასიუკსა და ჩილელ - ხოსე მერეს შორის გამარჯვებული იქნება. წინასწარი შეხვედრები 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები