Belive

დარია ბილოდიდი: ,,ამას არასდროს გაპატიებთ! მთელი მსოფლიო ვერ გიტანთ!''

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის 2-2-გზის ჩემპიონი, დარია ბილოდიდი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. უკრაინელმა ძიუდოისტმა მისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მადლობა გადაუხადა:

,,როგორ შეიძლება, ცხოვრება სამ დღეში მთლიანად შეიცვალოს... ჩემს ქვეყანას თავს რუსეთის ჯარი დაესხა. ისინი ბომბავენ ჩვენს ტერიტორირებს და ადამიანებს სიცოცხლეს ართმევენ. მათ წამართვეს სახლი და ჩემი საყვარელი კიევი. ხალხი თავშესაფრებსა და მეტროებში იმალება, ქალები იქ მშობიარობენ. საზღვრებთან მშიერმა უსახლკაროებმა არ იციან სად გაიქცნენ, რათა საკუთარი თავი და შვილები გადაარჩინონ. ნუთუ, ამას ვიმსახურებთ? ამას არასდროს არ გაპატიებთ! თქვენ და თქვენი შვილები სირცხვილით იცხოვრებთ! მთელი მსოფლიო ვერ გიტანთ! ჩვენ, უკრაინელები, ერთიანები ვართ, ერთად ვართ და ერთმანეთისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ! მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს! მადლობა ბოლომდე ბრძოლისთვისა და დამოუკიდებლობის დაცვისთვის! თქვენ გმირები ხართ და იცოდეთ, რომ ბოლომდე თქვენთან ვართ! არ დავნებდებით! დიდება უკრაინას!'' - წერს ბილოდიდი ინსტაგრამის პირად გვერდზე.
 
View this post on Instagram
 

A post shared by DARIA BILODID (@dariabilodid7)

სხვა სტატიები