Belive

ბუდაპეშტის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობას 2 სპორტსმენი დაემატა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გრანდ სლემი, ბუდაპეშტის გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა, ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა დაასახელა. უნგრეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე საქართველოს დროშის ქვეშ 14 სპორტსმენს უნდა ეჭიდავა, თუმცა 3 მათგანი: გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) შეჯიბრს მოეხსნენ. ახლა კი შემადგენლობაში კვლავ სიახლეა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2 სპორტსმენით შეივსო: გიორგი შერაზადიშვილი (-81 კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (-90 კგ). ნიკა ხარაზიშვილი 2021 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, გიორგი შერაზადიშვილი კი 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონია ახალგაზრდებში.

შემადგენლობა  -60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი -81 კგ: გიორგი შერაზადიშვილი -90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი -100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე +100 კგ: გელა ზაალიშვილი -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი -78 კგ: მარიამ ჭანტურია +78 კგ: სოფიო სომხიშვილი.


2022 წლის ბუდაპეშტის გრანდ სლემი საოცრებებს გვპირდება. ამ შეჯიბრზე თითქმის ყველა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. სწორედ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე, ტატამზე დაბრუნდება – ტედი რინერი.  

სხვა სტატიები