Belive

ბიელსკო-ბიალას ევროპის თასი - საქართველომ გუნდური მეორე ადგილი დაიკავა

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

20-21 მაისს, პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიალაში, კადეტთა ევროპის თასი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 20 სპორტსმენით ასპარეზობდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლონეთის ევროპის თასზე საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ ბიჭები ასპარეზობდნენ.

საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა, საიდანაც 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოსი იყო და ამ შედეგით გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

poland

ოქროს მედალს +90 კგ წონით კატეგორიაში - ნიკოლოზ ზაალიშვილი დაეუფლა, რომელმაც ფინალში ფრანგი მეტოქე - მატეო აკიანა მონგო დაამარცხა.

ვერცხლის მედლები მათე გველესიანმა (66 კგ) და ცოტნე ბახტაძემ (73 კგ) მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლები კი გიორგი გივიშვილმა (66 კგ), თორნიკე ვახტანგაძემ (73 კგ), გიორგი ბენდელიანმა (81 კგ) და რომან პაპიაშვილმა (81 კგ) მოიგეს.

სხვა სტატიები