Belive

ბექა ღვინიაშვილი ეკატერინბურგის გრან სლემის ფინალშია!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 17 მარტს სტარტი აიღო ეკატერინბურგის გრან სლემის ფინალურმა დღემ, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობდა. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი ასპარეზობენ, -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი. ბექას მეტოქე ნახევარფინალში ბრაზილიელი -  რაფაელ მაკედო იყო, ბექამ ბრაზილიური ბარიერიც წარმატებით გადალახა და ეკატერინბურგის გრან სლემის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჰოლანდიელი - ნოელ ვან ტენდი იქნება.

სხვა სტატიები