Belive

ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი ეკატერინბურგის გრან სლემის 1/4 ფინალში არიან!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 17 მარტს სტარტი აიღო ეკატერინბურგის გრან სლემის ფინალურმა დღემ, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობდა. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი ასპარეზობენ, -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი. სამწუხაროდ -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობა საქართველოს ნაკრებმა ძალიან მალე დაასრულა, რაც შეეხება -90 კილოგრამ წონით კატეგორიას, ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი 1/4 ფინალში გავიდნენ. 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში ბექა ღვინიაშვილმა თურქი - მიხაილ ოზერლერი დაამარცხა, ხოლო უშანგი მარგიანმა რუსი - იზმილ ხამხიევი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. ბექას მეტოქე 1/4 ფინალში იაპონელი - გიოკი ტაჯიმა, ხოლო უშანგის მეტოქე ჰოლანდიელი - ნოელ ვან ტენდი იქნება.

სხვა სტატიები