Belive

ბაქოს გრანდ სლემი: დღე I - ტატამზე ორ ქართველს ვიხილავთ | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

4-6 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, ძიუდოს საერთაშორისო და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრს - ბაქოს გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 11 სპორტსმენი იჭიდავებს.

პირველი საშეჯიბრო დღე 4 ნოემბერს აიღებს სტარტს და საქართველოს ნაკრების სახელით 2 სპორტსმენი იასპარეზებს, ორივე -66 კგ წონით კატეგორიაში: გიორგი თუთაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი.


-66 კგ წონითი კატეგორია | პრევიუ

-66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი თუთაშვილი იასპარეზებენ.

ვაჟა მარგველაშვილი C ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, ბაჰრეინის წარმომადგენელი - რამაზან კოდჟაკოვი იქნება. ბაჰრეინელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი ვაჟას მეტოქე, აზერბაიჯანელი - კამრან სულეიმანოვი იქნება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვაჟა მარგველაშვილს საკმაოდ მარტივი ბადე შეხვდა და თავისუფლად შეუძლია მინიმუმ 1/4-ფინალამდე მისვლა.

რაც შეეხება გიორგი თუთაშვილს, იგი განთესილია და A ბადეში ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც ესტონელ მეტოქეს - ოსკარ პერტელსონს დაუპირისპირდება. ესტონელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი მისი მეტოქე მონღოლ-ყაზახ წყვილს შორის გამარჯვებული იქნება. იმ შემთხვევაში თუ გიორგი თუთაშვილი 1/4-ფინალში გავა, მისი სავარაუდო მეტოქე მსოფლიოს პირველი ნომერი, მოლდოველი - დენის ვიერუ იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები