Belive

ალექსი დავითაშვილი: "ერთი სული მქონდა საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა..."

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე, ვეტერანმა ქართველმა ძიუდოისტმა, ფალავანთა ფალავანმა - ალექსი დავითაშვილმა, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ გახდა.

ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ალექსი დავითაშვილმა პირველი კომენტარი belive.ge-სთან გააკეთა.

"აზერბაიჯანელებმა 3 მედალი მოიპოვეს და ცოტა გაბრაზებული ვიყავი. ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი ტატამზე და ავაჟღერებდი საქართველოს ჰიმნს.

პირველი მეტოქე 12 წამში დავამარცხე, მეორეს 45 წამში მოვუგე, ფინალი კი 25 წამში გავიმარჯვე. არასდროს შევხვედრივარ რუმინელ სპორტსმენს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო ამ შეჯიბრზე და მის დასამარცხებლად მცირედი დრო დამჭირდა.

ძალიან ლამაზი მედალია და რომ ვუყურებდი ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიკიდებდი".

სხვა სტატიები