Belive

ახალი რეიტინგი: პაპინაშვილი დაქვეითდა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, 23-25 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემი მიმდინარეობდა. ახალი რეიტინგის მიხედვით, ამირან პაპინაშვილი (-60) ერთი პოზიციით დაქვეითდა და მე-3 ადგილზე გადავიდა. საქმე იმაშია, რომ ამირანი ამ ტურნირზე არ ასპარეზობდა. იაპონელმა ნაგაიამა რიუჯუმ კი ოქროს მედალი მოიპოვა, აქტივში 1000 ქულა ჩაიწერა და ამირანს გადაასწრო. უნდა აღინიშნოს, რომ -60 წონით კატეგორიის უპირობო ლიდერია რუსეთის სახელი მოასპარეზე ქართველი - რობერტო მშვიდობაძე (6446 ქულა). რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, (+100) ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს და თავის წონას კვლავ სათავეში უდგას. -100 წონით კატეგორიის ლიდერია ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც დიუსელდორფში მხოლოდ ერთი ბრძოლა მოიგო. ლაშა შავდათუაშვილი (-73) ახალი რეიტინგის მიხედვითაც მეორეა. გორელ ძიუდოისტს იაპონელ ჰასიმოტო სოიჩისთან 400-ზე მეტი ქულა აშორებს. პირველობას არ კარგავს ვაჟა მარგველაშვილი (-66), ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) გერმანიაში მოგებული 2 ბრძოლისთვის 500 ქულა მიიღო, 3 პოზიციით წაიწია და ახლა მეათეა.

სხვა სტატიები