Belive

7 ივნისს ყვარელში ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

7 ივნისს, ყვარელში, 2007-2009 წლებში დაბადებული ბავშვებისთვის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი - "ოქროს ლიგა" გაიმართება.

ოქროს ლიგაში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს, რომლებიც 2023 წლის 19 აპრილს გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 საუკეთესო გუნდში მოხვდნენ.

ეს გუნდები არიან: "ბაგრატი 2015"; "ვიპ ძიუდო"; "შავი ავაზა"; "ჩემპიონი 2015"; "ელვა"; "დურმიშხანი"; "თელავი"; "მებრძოლი 2015"; "ჯორჯია"; "ცირეკიძე"; "არსენა" და "ლიდერი".

შეჯიბრი გაიმართება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წესების მიხედვით და მხოლოდ გუნდურ პირველობაში. შეჯიბრზე ვაჟთა შორის 5 წონითი კატეგორიაში: -55 კგ; -60 კგ; -66 კგ; -73 კგ და +73 კგ-ში ჩატარდება.

შეჯიბრის საპრიზო თანხად განსაზღვრულია 260 000 ლარი, რაც კლუბებზე შემადგნაირად გადანაწილდება:

  • I ადგილი - 50 000 ლარი
  • II ადგილი - 40 000 ლარი
  • III ადგილი - 30 000 ლარი
  • IV ადგილი - 20 000 ლარი
  • V ადგილი - 20 000 ლარი
  • VI ადგილი - 15 000 ლარი
  • VII ადგილი - 15 000 ლარი
  • IX-XII ადგილი - 10 000 ლარი

შეჯიბრს ყვარელი უმასპინძლებს, წინასწარი შეხვედრები დილის 12:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები