Belive

23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი - დღე I: 6 სპორტსმენის იმედად | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
5-6 ნოემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოში, 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 14 სპორტსმენი ასპარეზობს: 9 მამაკაცი, 5 ქალი. საქართველოს ნაკრები, 5 ნოემბერს, 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს 6 სპორტსმენით წარსდგება.

-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების სახელით გიორგი თუთაშვილი იჭიდავებს. გიორგი C ბადეში მიიღებს მონაწილეობას და განთესილი არ იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, ავსტრიელი - მარიო ვიესინგერი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, თუთაშვილი 1/8 ფინალში გავა და მეტოქედ, აზერბაიჯანელ - ელჩინ ჰუსეიონვსა და ესპანელ - დავიდ იგნასიო ალვეზს შორის გამარჯვებული ეყოლება.

-73 კგ

-73 კგ ოწნით კატეგორიაში იჭიდავებს ალეკო მამიაშვილი. ალეკო A ბადეში იჭიდავებს და განთსილია, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მეტოქედ, ბულგარელი - მარკ ჰრისტოვი ეყოლება. ბულგარელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი მისი მეტოქე, თურქ - უმალტ დემირელსა და ბელარუს - რუსლან ჰალავაჩოუს შორის გამარჯვებული იქნება.

-81 კგ

დიდი ბრძოლა იქნება -81 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ორი წარმომადგენელი გვეყოლება: მოქმედი ევროპის ჩემპიონი (უფროსებშიც და U23-ებშიც) ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმირ ახალკაცი. ტატო A ბადეში იჭიდავებს, სადაც განთესილი მხოლოდ თავად იქნება. ტატო მეტოქეს მეორე წრეში დაელოდება, სადაც მისი სავარაუდო მეტოქე, კოსოვოს წარმომადგენელ - არბერ კულიაშისა და სლოვაკ - ალექს ბარტოს შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ტურნირის მთავარი ფავორიტი სწორედ ტატო გრიგალაშვილია. რაც შეეხება ვლადიმირ ახალკაცს, ვლადიმირი განთესილი არ იქნება, შესაბამისად იგი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს და D ბადეში იჭიდავებს. ახალკაცის მეტოქე პირველ ეტაპზე, სლოვაკი - ტიმ დემსარი იქნება. სლოვაკური ბარიერის დაძლევის შემთხვევეში კი, ქართველის მეტოქე, განთესილი თურქი - მუჰამედ კოჩი იქნება. თუ ორივე ქართველი ფინალამდე წარმატებით მივა, შესაძლებელია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი ვიხილოთ.

-48 კგ

-48 კგ წონით კატეგორიაში ნატალია ყიფშიძე მიიღებს მონაწილეობას. ნატალია განთესილი არ არის და იგი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს. ნატალიას მეტოქე პირველ რაუნდში გერმანელი - სარა იჩი იქნება. გერმანული ბარიერის დაძლევის შემთხევაში, ნატალია ყიფშიძის მეტოქე,ისრაელის წარმომადგენელ - სინდი ვაინშტეინსა და ესპანელ - მირეია ლაპუერას კომას შორის გამარჯვებული იქნება.

-57 კგ

-57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს. ეთერი A ბადეში იჭიდავებს და განთესილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან (1/8 ფინალიდან) ჩაერთვება. ეთერი მეტოქე, მეორე ეტაპზე, უნგრელ - ანნა კრიზსა და გერმანელ - სეია ბალჰაუს შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეთერ ლიპარტელიანი ამ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.  

სხვა სტატიები