Belive

ძიუდო | 3 მედლის შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე

3 საათის წინ სხვა
1 წთ

ეკვადორის ქალაქ გუაიაკალში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს 3 მედლის აღების შანსი აქვს.

2 ქართველი ძიუდოისტი ფინალში იჭიდავებს, ერთი კი რეპეშაჟში შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

66კგ. წონითი კატეგორიის ფინალში გიორგი კაპანაძე იჭიდავებს, რომელმაც ხუთი მეტოქე დაამარცხა და დასკვნით დაპირისპირებაში კანადელ, ანეს მატის შეხვდება. ამავე წონაში რეპეშაჟში გიორგი ავალიანი იჭიდავებს.

გიორგი მჭედლიშვილი 73კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ გენკი ფუჯინალას დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით, 02:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია