Belive

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსანი შოთა მიშველიძე 61 კგ. წონით კატეგორიაში მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მიშველიძემ აკვრაში 156 კგ. დასძლია, რაც პირველი მაჩვენებელი აღმოჩნდა. აღნიშნული შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა ჯამური მედლის მოსაპოვებლად, რადგანაც მან ატაცში მხოლოდ პირველი მისვლა გამოიყენა და საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა. 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში ძალები კიდევ ერთმა ქართველმა, რამინ შამილიშვილმა მოსინჯა და მე-5 პოზიციაზე გავიდა. აღნიშნულ წონაში ოქროს მედალი ბელარუსმა გენადი ლაპცეუმ მოიპოვა, ვერცხლი და ბრინჯაო კი თურქებს - ბუნიამი სეზერსა და ფერდი ჰარდალს ერგოთ. დღეს, 8 აპრილს მედლები 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, საქართველოს ღირსებას კი გოგა ჩხეიძე დაიცავს. ასპარეზობა 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები