ძალოსნობა | ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია
19 საათის წინ
სხვა
1 წთ
ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, 88 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ მსხალაძემ წარმატებით იასპარეზა - ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 195 და 200 კგ. დააფიქსირა. მსხალაძემ 205 კგ. ვეღარ ასწია და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. საბოლოოდ, ჯამური 363 კგ-ით კი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი გახდა.
მანამდე, 88 კგ წონით კატეგორიაში მანუჩარ გოგოხიამ ატაცში 166 კილოგრამის დაძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ზურაბ მსხალაძემ 163 კილოგრამი დაძლია, რაც მეხუთე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.