Belive

"დვალიშვილს იმაზე ადრე მოუწია ოქტაგონზე გასვლა ვიდრე ელოდა" - დენიელ კორმიე

17 საათის წინ სხვა
1 წთ

დენიელ კორმიემ მერაბ დვალიშვილის ბრძოლაზე საინტერესო დეტალი გაიხსენა. DC-მ ალჯოს ნათქვამი გაგვიზიარა, სადაც ამბობს რომ მერაბმა ჩხუბამდე გახუარება ვერ მოასწრო.

ალჯომ თქვა, რომ მერაბის ასეთი აქტიურობა ზედმეტი იყო. ასევე, თქვა, რომ ბრძოლის წინ მერაბი ისე ვერ გახურდა როგორც თავად სურდა. ბრენდან მორენოს ჩხუბის დასრულების შემდეგ გახურება დაიწყეს. ვენისა და პანტოჟას ბრძოლა ძალიან მალე დასურდა. დვალიშვილს იმაზე ადრე მოუწია ოქტაგონზე გასვლა ვიდრე ელოდა. ბევრი იტყვის, რომ ეს უბრალოდ მიზეზია. მაგრამ, თუ ბრძოლის წინ საჭირო გახურებას ვერ ახერხებ ყველაფერი ძალიან იცვლება. - თქვა დონიელ კორმიემს

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა იანთან ბრძოლაში ჩემპიონის ქამარი დაკარგა. 5-რაუნდიან დაპირისპირებაში ქართველი ძალიან დაზიანდა და გამარჯვება პიოტრს დარჩა. ამ მარცხის გამო დვალიშვილი საერთო რეიტინში საგრძნობლად დაქვეითდა და ახლა მესამეს ნაცვლად მე-8 ადგილზეა.

სხვა სტატიები