Belive

"დროთა განმავლობაში დავამტკიცე, რომ ქვემსუბუქ წონაში საუკეთესო ვარ" - ილია თოფურია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოსთვის ისტორიულ ბრძოლამდე სულ რაღაც ორი დღე რჩება. ილია თოფურია პირველი ქართველი გახდება, რომელიც UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში პირველი ქართველი ჩემპიონიც გვეყოლება. ილიას მოწინააღმდეგე ქვემსუბუქი წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი არის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ავსტრალიელი კუთვნილ ტიტულს მეექვსედ იცავს.

მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილია თოფურიამ მედიასთან ისაუბრა.

UFC-ის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩემპიონობის კანდიდატი ვარ. სიმართლე გითხრათ არასდროს დამიგეგმავს, რომ პირველი ქართველი ჩემპიონი გავმხდარიყავი. ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდება სიამაყით მავსებს და ძალიან მაბედნიერებს. მე პირველი ვიქნები და ორივე ქვეყნის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ჩემს ქვეყანას ღირსეულად წარვადგენ.

როცა ვამბობ, რომ ყველასგან განვსხვავდები, ხალხს ჩემში ეჭვი ეპარება. დროთა განმავლობაში დავამტკიცე, რომ ქვემსუბუქ წონაში საუკეთესო ვარ. ვთქვი, რომ ბრაის მირჩელზე უკეთესი გრეპლერი ვიყავი - დავამტკიცე. ვთქვი, რომ ჯოშ ემეტზე უკეთესი სტრაიკერი ვიყავი - დავამტკიცე. ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ვამბობ ყველაფერს ვამტკიცებ. - განაცხადა ილა თოფურიამ SPORTSNET-თან საუბრისას

ეს ისტორიული ბრძოლა თბილისის დროით 18 თებერვალს შედგება. იმავე საღამოს ვიხილავთ მერაბ დვალიშვილსაც, რომლის მეტოქე ჰენრი სეხუდო იქნება. UFC 298-ის მთავარი ბრძოლები დაახლოებით 07:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები